სლოვენიას პირველი ქალი პრეზიდენტი ეყოლება

14 ნოემბერი 2022, 10:20 536 ნახვა

სლოვენიას პირველი ქალი პრეზიდენტი ეყოლება. წინასწარი შედეგების თანახმად, სლოვენიის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში პროფესიით ადვოკატმა ნატასა პირც მუსარმა გაიმარჯვა.  54 წლის პირც მუსარმა მეორე ტურში ხმების 53.86 პროცენტი მოიპოვა, ხოლო მისმა კონკურენტმა, მემარჯვენე პოლიტიკოსმა და საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ანჟე ლოგარმა - 46.14 პროცენტი.

საარჩევნო კომისიის მონაცემებით, დათვლილი ხმების 99 პროცენტი. კომისიის მონაცემებით, გუშინ ჩატარებულ არჩევების მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობამ 49.9 პროცენტი შეადგინა.

სლოვენიის პრეზიდენტის როლი ძირითადად ცერემონიულ ხასიათს ატარებს, თუმცა ის არის ქვეყნის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი და რამდენიმე მნიშვნელოვანი თანამდებობის პირის კანდიდატურას წარადგენს, მათ შორის ცენტრალური ბანკის მმართველის.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი