''ნაციონალურ მოძრაობაში'' შიდა არჩევნები იწყება, პარტიაში ახალი თავმჯდომარის არჩევას აპირებენ. გადაწყდა, რომ ეს ელექტრონული ფორმით მოხდება.
რამდენიმე დღის წინ დაწყებული შიდაპარტიული უთანხმოების ფონზე რამდენიმე პოლიტიკოსი აპირებს კანდიდატურის წამოყენებას, ბუნებრივია მიმდინარე პროცესი სხვა პოლიტიკური პარტიებისთვის განხილვის საგანია.
მმართველ გუნდში თვლიან, რომ ''ნაციონალურ მოძრაობაში'' კრიზისი დიდი ხნის წინ დაიწყო და ახლა პარტია დაშლის პირასაა მისული.