გრიპის ვირუსის უფასო აცრა 15 ნოემბრამდე გრძელდება. ვაქცინაციის მსურველებმა აცრის გასაკეთებლად , ბათუმის პოლიკლინიკებს , საოჯახო მედიცინის რეგიონალურ ცენტრს, ბათუმის #1 პოლიკლინიკას, ევექსის კლინიკებს და სხვადასხვა სამედიცინო ცენტრებს უნდა მიმართონ.
უფასო ვაქცინაციის კვირეულის დასრულების შემდეგ, აცრა უფასო მხოლოდ რისკჯგუფებისთვის იქნება, ხოლო დანარჩენ მოქალაქეებს 60-70 ლარის გადახდა მოუწევთ.
მოსახლეობამ ვაქცინაციის მიმწოდებელ დაწესებულებებს უნდა მიმართოს და მომსახურების მისაღებად თან იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
სეზონური გრიპის ვაქცინაცია საქართველოში 21 სექტემბრიდან დაიწყო.