პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა “სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ და “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონებში დაგეგმილი ცვლილებები მეორე მოსმენით მუხლობრივად განიხილა. კანონპროექტით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა იზრდება. კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ კონვენციით გათვალისწინებული რომელიმე უფლების დარღვევის დადგენის შემთხვევაში, ამ საკითხებზე გამოძიებას პროკურატურის ნაცვლად, სპეციალური საგამოძიებო სამსახური წარმართავს.