მსხვილ ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარე პროცესებს პარლამენტში აფასებენ, სადაც პარტია ოპოზიციურ ფლანგზე ყევლაზე მეტი დეპუტატითაა წარმოდგენილი.
საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციის ნაწილისთვის ენმ-ში მიმდინარე პროცესები საინტერესო არ არის, მეორე ნაწილი კი პროდასავლური ძალების მნიშვნელობაზე აკეთებს აქცენტს.
მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ნაციონალურ ძალას დესტრუქცია და პოლარიზაცია უკან დაუბრუნდა.