ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
იან ლიპავსკი წერს, რომ საქართველოს ჩეხეთის სრული მხარდაჭერა აქვს.
„მოხარული ვარ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრით. ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გარდა, ვისაუბრეთ საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე და რეგიონალურ გამოწვევებზე. საქართველოს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს!”, – აღნიშნავს ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.