საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისს ეწვია და ადგილზე გაეცნო არსებულ ვითარებას. ჩეხმა დიპლომატმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა. აღსანიშნავია, რომ ჩეხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის საქართველოში ვიზიტი ჩეხეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში ხორციელდება.