ყველა ხარჯი, რაც ე.წ. ვიპ სერვისებთან ხელოვნურად იყო შექმნილი და პაციენტს ჯიბიდან დამატება უწევდა, ჩვენს შემთხვევაში მკაცრად ავკრძალეთ - ზურაბ აზარაშვილი

09 ნოემბერი 2022, 16:54 843 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, პირველი ნოემბრიდან ქვეყანაში საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდა და პაციენტებს (ძირითადად, პენსიონერებს), რომლებიც ერთდროულად საყოველთაო და კერძო დაზღვევით სარგებლობენ, ერთჯერადად უფლება მიეცათ, რომ საყოველთაო ჯანდაცვიდან გაეთიშოს და სამედიცინო მომსახურების ხარჯი სრულად კერძო სადაზღვევომ დაუფინანსოს.

ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, ყველა ის ხარჯი, რაც ე.წ. ვიპ სერვისებთან ხელოვნურად იყო შექმნილი და პაციენტს ჯიბიდან დამატება უწევდა, მკაცრად აიკრძალა.

„პირველი ნოემბრიდან ჩვენ საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსების ახალ მოდელზე, მსოფლიოში ყველაზე აპრობირებულ მეთოდზე, ყველაზე კარგ პრაქტიკაზე გადავედით, სადაც კლინიკაში შესვლიდან გასვლის ჩათვლით, პაციენტის ნებისმიერ სამედიცინო ჩარევაზე DRG ტარიფის გამოთვლა ავტომატურ რეჟიმში ხდება და ამის მიხედვით ხდება გადახდა.

ყველა ის დანარჩენი ხარჯი, რაც ე.წ. ვიპ სერვისებთან ხელოვნურად იყო შექმნილი და პაციენტს ჯიბიდან დამატება უწევდა, ჩვენს შემთხვევაში ეს მკაცრად ავკრძალეთ. შესაბამისად, ყველა იმ პაციენტს, რომელსაც სურვილი ექნება, რომ ამ ვიპ სერვისებით ისარგებლოს, იმ შემთხვევაში, თუ თან დაზღვეულია, თან საყოველთაოთი სარგებლობს (ძირითადად, პენსიონერებს ეხებათ), ერთჯერადად ჩვენ მივეცით ამის უფლება, რომ შეიძლება საყოველთაო ჯანდაცვიდან გაეთიშოს და სადაზღვევომ დაუფინანსოს სრულად.

პენსიონერის შემთხვევა რომ წარმოიდგინოთ, რომელსაც მაგალითად, 5 000 ლარიანი ოპერაცია სჭირდებოდა, 90%-ს ჩვენ ვუფინანსებდით და 10%-ს სადაზღვევო უმატებდა. ამ შემთხვევაში, თუ არ ექნება სურვილი, ან უნდა, რომ რაღაც განსაკუთრებული სერვისი გაიკეთოს, გავა ერთჯერადად და სრულად სადაზღვევოს დასაფინანსებელი იქნება. მე ვფიქრობ, სამართლიანია, იმიტომ, რომ ძირითადი ხარჯების ნაწილი ჩვენზე მოდიოდა, ხოლო სადაზღვევოს პრემიის გადახდას სადაზღვევოში ახდენდნენ, აქედან გამომდინარე, ეს მხოლოდ ჩვენი ტვირთი არ უნდა იყოს და ვფიქრობ, რომ სამართლიანად ლაგდება ეს ბაზარი,“ - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი