ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს წევრები ქობულეთში, სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის რეაბილიტაციას ითხოვენ. მათ დღეს ამ საკითხზე ბრიფინგი გამართეს. როგორც ამბობენ 300 მეტრიანი მონაკვეთი, რომელიც მუნიციპალიტეტს სხვადასხვა სოფლებთან აკავშირებს, წლებია ამორტიზებულია. ოპოზიციის განცხადებას ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი პასუხობს. ლევან ზოიძემ ნაციონალურ მოძრაობას მოუწოდა მოსახლეობა შეცდომაში არ შეიყვანონ. მერის განმარტებით, აღნიშნული გზის მონაკვეთზე ტენდერი გამოცხადებულია და ახალი წლიდან დაიწყება სამუშაოები, რისთვისაც მსოფლიო ბანკიდან 4 მილიონი ლარია გამოყოფილი.