საფრანგეთში საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი გრძელდება

08 ნოემბერი 2022, 11:47 415 ნახვა

საფრანგეთში საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი გრძელდება. ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილა სალომე ზურაბიშვილმა ისლანდიის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე. აუდიენცია პრეზიდენტმა ,,დემოკრატიის მსოფლიო ფორუმის“ ფარგლებში  გამართა. 

ისლანდიის პრემიერმა ისლანდიის საქმიანობის პრიორიტეტები დაასახელა, მათ შორის  გენდერული თანასწორობა, ბავშვთა უფლებები და კლიმატის ცვლილების საკითხი, რაზეც  საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა,  რომ გენდერული საკითხები საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანია და ის ევროკავშირის 12 რეკომენდაციაშიცაა მოცემული.  

იმსჯელეს საქართველოს ევროპულ  პერსპექტივაზე, ბიომრავალფეროვნების დაცვისა და    ტურიზმის სფეროს განვითარების მნიშვნელობებზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში