აშშ-ში დღეს კონგრესის შუალედური არჩევნები იმართება

08 ნოემბერი 2022, 11:12 408 ნახვა

აშშ-ში შუალედური არჩევნები იმართება. არჩევნების შედეგები კი გადაწყვეტს, თუ რომელი პარტია გააკონტროლებს კონგრესს. დღევანდელი მდგომარეობით, როგორც წარმომადგენელთა პალატაში, ასევე სენატში უმრავლესობას დემოკრატები ფლობენ.

ხმის მიცემის წინასწარი პროცედურით უკვე 35 მილიონზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა, ისინი 435 წევრიანი წარმომადგენელთა პალატის სრულ შემადგენლობას, სენატის 35 წევრსა და 36 შტატში გუბერნატორებს ირჩევენ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში