15 წელი 7 ნოემბრის მოვლენებიდან

07 ნოემბერი 2022, 20:02 730 ნახვა

15 წელი 7 ნოემბერის მოვლენებიდან. 2007 წელს, ზუსტად ამ დღეს ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული ანტისახელისუფლებო საპროტესტო აქცია პოლიციამ ცრემლსადენი გაზის, ხელკეტებისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა. დარბევას წინ უძღოდა რამდენიმედღიანი ფართომასშტაბიანი აქციები, რომლის მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის გადადგომა იყო.  მაშინდელი სახალხო დამცველის ანგარიშების მიხედვით, 2007 წლის 7 ნოემბერს, მშვიდობიანი საპროტესტო აქციის ძალისმიერი მეთოდების გამოყენებით დარბევისას, სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო არაერთმა დემონსტრანტმა.ომბუდსმენის 2007 წლის მეორე ნახევრის ანგარიშის მიხედვით, მტკიცებულებებით დასტურდება ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებაც. იმავე დღეს ტელეკომპანიაში “იმედში” სპეციალური დანიშნულების რაზმი შეიჭრა, რასაც შედეგად ტელევიზიის დროებით დახურვა, მოგვიანებით კი მისი მფლობელისთვის წართმევა მოჰყვა. 7 ნოემბრის აქციის დაშლის შემდეგ თანამდებობიდან პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გადადგა და ქვეყანაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი