საფრანგეთში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი დაიწყო

07 ნოემბერი 2022, 18:18 514 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთში ვიზიტი დაიწყო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ევროპის საბჭოში საქართველოს პრეზიდენტს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი პირადად მასპინძლობს. მათი ცნობით, დღესვე გაიმართება საქართველოს პრეზიდენტისა და გენერალური მდივნის პირისპირ შეხვედრა. მანამდე კი, საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს „დემოკრატიის მსოფლიო ფორუმში“, რომელიც ყოველწლიურად ევროპის საბჭოსა და საფრანგეთის მთავრობის პატრონაჟით ტარდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი