დღეს პარლამენტის ბიუროს სასამართლო რეფორმაზე მომზადებული კანონპროექტი წარედგინება. „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები სასამართლო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფმა მოამზადა. კანონპროექტის მიხედვით ორგანულ კანონში ექვსი ცვლილება შედის.
დგინდება ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტის, დაშტრიხვის გარეშე ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემის წესი.
ასევე დგინდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევისას მათი საჯარო მოსმენის ვალდებულება. კანონპროექტის პირველი მოსმენის შემდეგ ხელისუფლება გეგმავს, რომ პროექტი შესაფასებლად ვენეციის კომისიას და ეუთო-ოდირს მიაწოდოს.
ევროკავშირის 12 პუნქტიანი რეკომენდაციიდან სასამართლო რეფორმას მესამე პუნქტი ეთმობა.