კომუნალური და საგზაო ინფრასტრუქტურის, ასევე სოციალური და ჯანდაცვის პრობლემების მოგვარება სთხოვა ბათუმის მერს მოქალაქეებმა.
შეხვედრაზე ავარიული სახლებთან დაკავშირებულ გამოწვევებზეც ისაუბრეს.
მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით მოქალაქეების მიერ დასმულ ყველა საკითხზე შესაბამისი სამსახურების მიერ დროული რეაგირება და სამომავლო პრიორიტეტებში განსაზღვრა მოხდება.