კონკურს ‘’მუსიკალური რინგის’’ მეორე რაუნდი ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში მომღერალ ირინა ხინიკაძის - საავტორო მუსიკის საღამოთი დასრულდა.
მომღერალი მაყურებლის წინაშე ქართული ნომრებით წარსდგა.
მუსიკალური ცენტრის პროექტის მესამე რაუნდი უკვე დეკემბერში გაიმართება. მიზანი ახალბედა მომღერლებისა და ბენდების პოპულარიზაციაა.