პირველადი ჯანდაცვის სამოქმედო გეგმა 

05 ნოემბერი 2022, 11:45 504 ნახვა

პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებისა და მთელი ქვეყნის მასშტაბით, სერვისების  თანაბარი ხელმისაწვდომობისთვის სამოქმედო გეგმა  ხორციელდება. რეფორმის საბოლოო მიზანი დაავადებების პრევენცია და საჭიროების დროს, მათი მაქსიმალურად ეფექტური მართვაა.

მთავარ დოკუმენტზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯანდაცვის სამინისტრომ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან, სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან და სფეროს ექსპერტებთან ერთად იმუშავა.  

2-დღიან ღონისძიებაზე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ პირველადი ჯანდაცვის გზამკვლევის მნიშვნელობაზე ისაუბრა. სამოქმედო გეგმაში ასახულია ქალაქებსა და სოფლებში, პირველადი ჯანდაცვის თანაბარი ხელმისაწვდომობისათვის აუცილებელი სერვისები.

პოლიტიკის შემქმნელები, პარტნიორები და დარგის სპეციალისტები, დოკუმენტის კიდევ უფრო მეტი მოქნილობისა და ეფექტურობისთვის, გარკვეული ცვლილებებზეც შეთანხმდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი