თოვისა და ლიპყინულის გამო საავტომობილო გზებზე შეზღუდვებია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩუმათელეთი - ზესტაფონის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინტენსიური თოვის გამო, ნაქერალას უღელტეხილის მონაკვეთზე კი აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ყველა აღნიშნულ ადგილზე მობილიზებული არიან საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები და ტექნიკა.