კიდევ ერთმა წევრმა დატოვა “ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. ამჯერად პარტიის რიგებს ნონა მამულაშვილი გამოაკლდა, რომელიც პარტიასთან ერთად საპარლამენტო მანდატსაც ტოვებს.
მიზეზებზე მან სოციალურ ქსელში დაწერა. მისი აზრით, მეათე მოწვევის პარლამენტი ყველაზე სამარცხვინო პარლამენტია დამოუკიდებლობის ისტორიაში და, რომ პარლამენტი ქცეულია ადგილად, სადაც ქვეყნისთვის სასიკეთო არაფერი კეთდება და ვერაფერი გაკეთდება.
,,ოლიგარქულმა სისტემამ კი ევროპული მომავალი ხელიდან გამოგვგლიჯა „-წერს მამულაშვილი, რომელიც პლატფორმა „გამზირს““ უერთდება.
რაც შეეხება ენმ-ს ამბობს, რომ პარტია დიდი ხანია დაიცალა პოლიტიკისგან. სისტემური პრობლემები კი არ იძლევა სიახლის და გაჯანსაღების შესაძლებლობას.