ქვეყნის მთავარ შრომის ინსპექტორს ბექა ფერაძეს პარლამენტში მოუსმინეს. შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელმა უწყების 2021 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა,რომელიც მოიცავს შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ 2021 წელს ჩატარებული ინსპექტირების შედეგებს, როგორც უსაფრთხოების, ისე უფლებების დაცვის მიმართულებით. ასევე ინფორმაციას 2021 წელს განხორციელებული ცვლილებებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.