საქართველოს პრემიერი ისრაელის სახელმწიფოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან კავშირებსა და სამომავლო პრიორიტეტებზე.
ყურადღება დაეთმო ტურიზმს და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მიმართულებით არსებული პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობას.
საუბარი შეეხო იმ ფაქტს, რომ წელს საქართველოსა და ისრაელს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავი აღინიშნება.