შეხვედრა საფრანგეთში ახლად დანიშნულ ელჩთან

03 ნოემბერი 2022, 13:15 382 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი საფრანგეთში ახლად დანიშნულ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს გოჩა ჯავახიშვილს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით,  შეხვედრაზე საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული ურთიერთობის დინამიკა და მისი გაღრმავების პერსპექტივები მიმოიხილეს. 

გოჩა ჯავახიშვილს მრავალწლიანი დიპლომატიური გამოცდილება აქვს. იგი საფრანგეთში საქართველოს საელჩოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი იყო. მას დიდი წვლილი მიუძღვის ლევილის მამულისა და შატოს საქართველოსთვის გადმოცემაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი