ლენტეხის მერის კაბინეტი დაცხრილეს

02 ნოემბერი 2022, 19:25 626 ნახვა

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი ონიანის კაბინეტი დაცხრილეს – შემთხვევა გუშინ მოხდა. ინციდენტის შემდეგ შენობაში ცეცხლი გაჩნდა. მომხდარი ფაქტის დროს შენობაში არავინ იმყოფებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს  ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 187-ე მუხლებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი