ონლაინ შეხვედრა EBRD-ის პრეზიდენტთან

02 ნოემბერი 2022, 14:43 426 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა EBRD-ის პრეზიდენტთან  ონლაინ შეხვედრა გამართა. მთავრობის  ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა  და EBRD-ს შორის  თანამშრომლობაზე და სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივები, ასევე სექტორული თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები, მათ შორის: ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება და ენერგოდამოუკიდებლობა,  შავი ზღვის რეგიონში დაკავშირებადობის გაზრდის მიზნით რეგიონული მნიშვნელობის პროექტები.         

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს საქართველოში საერთო   ჯამში   270 პროექტში  თითქმის  5 მილიარდ  ევროზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული, საიდანაც დიდი წილი კერძო სექტორზე მოდის.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი