ქედის მოსახლეობა უხარისხოდ შესრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე საუბრობს. მათი ინფორმაციით, დაბაში კეთილმოწყობითი სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა, თუმცა კოსტავას ქუჩაზე მდებარე კიბე უკვე დაზიანებულია. გამგეობაში ამბობენ, რომ კიბე ცუდმა ამინდებმა დააზიანა. ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი განმარტავს, რომ დაზიანების შემთხვევაში კომპანია ვალდებულია ჩამოცვენილი ბათქაში შეაკეთოს. სამუშაოებისთვის 60 ათას 28 ლარი დაიხარჯა.