საქართველოს თავდაცვის ძალებმა ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სარდლობასთან ერთად მრავალეროვნული სწავლებისთვის ეგილ სპირიტ 2023-სთვის მზადება დაიწყო. საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა უცხოელ პარტნიორებთან სწავლების აღსრულების ფაზის თარიღებსა და საწვრთნელ არეალზე, მასში მონაწილე ქვეყნებსა და ქვედანაყოფებზე, ტაქტიკურ დონეზე სასწავლო მიზნებსა და ამოცანებზე იმსჯელეს. მრავალეროვნულ სწავლებას საქართველო უკვე მე-11 უმასპინძლებს.