ქუთაისის მერიასთან აქცია-პერფორმანსი “ქუთაისი აქოთდა” გაიმართა

31 ოქტომბერი 2022, 16:15 646 ნახვა

,,იოსებ,შენ იცხოვრებდი ასეთ ქუჩაზე?’,  "ავქოთდით"- ამ ტრანფარანტებით გააპროტესტეს  ქუთაისში დასუფთავების კუთხით არსებული ვითარება საინიციატივი ჯგუფ ,,როდემდეს?!’’ წევრებმა.

აქცია-პერფორმანსის ფარგლებში  ახალგაზრდებმა ადგილობრივი თვითმმართველობის შენობასთან ნაგვისთვის განკუთვნილი პოლიეთილენის პარკები მიიტანეს,რომლებსაც ქუთაისის სხვადასხვა უბნისს და ქუჩის  სახელი ქონდა მიმაგრებული, ასევე  ფოტოებიც გამოფინეს, სადაც დასუფთავების კუთხით ქალაქში არსებული ვითარება იყო აღბეჭდილი.  

აქციის მონაწილეების თქმით,ამ ფორმით ცდილობენ მერიას ქალაქში დასუფთავების კუთხით არსებული პრობლემები გააგებინონ.

"დასუფთავებასთან დაკავშირებული საკითხები: დანაგვიანებული ქუჩები, არასაკმარისი ურნები, საყოფაცხოვრებო ნარჩენის გატანის ინტენსივობა.  
მოვუწოდებთ ქუთაისის მერიას გადადგან შესაბამისი ნაბიჯები არსებული პრობლემების მოსაგვარებლად’’- ამბობენ საინიციატივო ჯგუფ ,,როდემდეს?!’’ წევრები.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში