ბულვარის ყოფილი დირექტორის სარჩელი სასამართლომ არ დააკმაყოფილა

31 ოქტომბერი 2022, 14:44 638 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმის ბულვარის“ ყოფილი დირექტორის სარჩელი არ დააკმაყოფილა. მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძეს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ განმარტება არ გაუკეთებია. დღევანდელ გადაწვეტილებას მოსარჩელე მხარე,რომლის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს, სააპელაციოში გაასაჩივრებს.ირაკლი ჯინჭარაძე სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მიღებული განკარგულების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვდა.ბულვარის ყოფილი დირექტორი ასევე ითხოვდა სასამართლოს დაედგინა  მის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაცია განსხვავებული შეხედულებების გამო. საუბარია მის იმ განცხადებებზე, რომლებიც  გათავისუფლებამდე 2 კვირით ადრე ბათუმის საკრებულოს სხდომაზე სანაპირო ზოლის გასხვისებასთან დაკავშირებით გააკეთა. დღევანდელ სხდომას ირაკლი ჯინჭარაძე დისტანციურად ესწრებოდა, მოპასუხე მხარე კი პროცესზე არ გამოცხადდა.ირაკლი ჯინჭარაძე  „ბათუმის ბულვარის“ დირექტორობიდან შარშან 12 აპრილს გაათავისუფლეს.მოპასუხე მხარე, რომელსაც აჭარის მთავრობა, აჭარის ეკონომიკის სამინისტრო და ბულვარის ადმინისტრაცია წარმოადგენენ,გათავისუფლების საფუძვლად აუდიტის დასკვნას ასახელებდა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში