მკვლელობა თბილისში

30 ოქტომბერი 2022, 17:49 613 ნახვა

თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნილია. დაკავებულია 33 წლის კაცი, რომელმაც 26 წლის ახალგაზრდა მოკლა. შსს -ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ნაცნობს, რომელიც შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ელოდება.   

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი