აკმაყოფილებენ თუ არა რეგიონში მოქმედი სკოლა პანსიონები შესაბამის სტანდარტებს? მართალია ჩვენი გადამღები ჯგუფი ერთ-ერთ ასეთ დაწესებულებაში არ შეუშვეს, თუმცა მაინც მოვიპოვეთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რეალურად რა პირობებში იზრდებიან ბავშვები. ირკვევა, რომ პრობლემა ძირითადად შემთხვევაში არა ინფრასტრუქტურაში, არამედ განათლებაშია, რომელსაც მოზარდები სკოლა პანსიონებში იღებენ.