პროკურატურამ ბრალი წარუდგინა ავტობუსის მძღოლს, რომელიც მცირეწლოვანს დაეჯახა

29 ოქტომბერი 2022, 14:33 335 ნახვა

რუსთავში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მცირეწლოვნის გარდაცვალების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა. პროკურატურის ინფორმაციით, დადგინდა, რომ ორი დღის წინ რუსთავში, სამარშრუტო-სამგზავრო ავტობუსის მძღოლმა ისე დაძრა სატრანსპორტო საშუალება, რომ არ დარწმუნდა მანევრის უსაფრთხოდ განხორციელებაში და მცირეწლოვანს შეეჯახა, მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების შედეგად სამი წლის ბავშვი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. დაკავებულს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში