ქართულ პოლიტიკურ სპექტრში გიორგი გახარიას აქტიურობას სოცქსელში სხავდასხვაგვარად აფასებენ. ყოფილმა პრემიერმა თქვა, რომ ოლიგარქია და კორუფცია საქართველოში უნდა დამარცხდეს. ოპოზიციის ნაწილმა გახარიას ეს განცხადება დაგვიანებულ რეაგირებად შეაფასა ,ნაწილ კი მისგან მეტ დეტალს მოითხოვს. ქართულ ოცნებაში კი ყოფილი თანაგუნდელის პოზიციას სამარცხვინოს უწოდებენ.