განათლების კომიტეტის სხომა უმაღლეს საბჭოში

27 ოქტომბერი 2022, 18:18 878 ნახვა

აჭარის საჯარო სკოლებში არსებული ბიბლიოთეკების მდგომარეობა შეისწავლა უმაღლესი საბჭოს განათლების კომიტეტმა.მოკვლევა „საპარლამენტო მმართველობის კონსოლიდაცია საქართველოში“ პროექტის ფარგლებში ჩატარდა. მისი მიზანი ბიბლიოთეკებში არსებული პრობლემების გამოვლენა და მოგვარებაა. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმდჯომარის თქმით, მთავარი გამოწვევა   მოზარდების წიგნით დაინტერესებაა,ამბობს,რომ ამისთვის საჭიროა თანამედროვე სივრცეების შექმნა და ასევე ბიბლიოთეკარების ანაზღაურების გადახედვა. როგოც მოკვლევამ აჩვენა, მუნიციპალიტეტებში მათი ხელფასი დაბალია. გარდა ამისა, მაღალმთიან აჭარაში სკოლების ნაწილს ბიბლიოთეკარები საერთოდ არ ჰყავს. კიდევ ერთი პრობლემა სკოლებში სამკითხველო დარბაზებისთვის საჭირო არასაკმარისი სივრცეებია. როგორც დღევანდელ შეხვედრაზე აღნიშნეს, ბათუმის საჯარო სკოლებში მოსწავლეთა სიმრავლის გამო სივრცის დიდი ნაწილი საკლასო ოთახებს უჭირავს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი