აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე პარლამენტის წევრის, ირაკლი ხახუბიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
"მწუხარებას გამოვთქვამ ღირსეული პიროვნების, თანამებრძოლის, ქვეყნის პატრიოტის - ირაკლი ხახუბიას გარდაცვალების გამო.
ვუსამძიმრებ ბატონი ირაკლის ოჯახს და საზოგადოებას", - წერს თორნიკე რიჟვაძე.
დღეს, ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.