აშშ ვლადიმერ პუტინს აფრთხილებს

27 ოქტომბერი 2022, 11:32 717 ნახვა
00:00
00:00

ვლადიმერ პუტინი გაფრთხილებულია, თუ ის უკრაინაში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, ამას რუსეთისთვის შედეგები მოჰყვება - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა „ბლუმბერგთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ამის შესახებ მათ პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდათ რუსებთან, მათ შორის პრეზიდენტთან. როგორც ბლინკენმა აღნიშნა, რუსეთს წარსულშიც მიუწერია სხვებისთვის ისეთი ქმედება, რომლის ჩადენასაც თავად განიხილავს. მან ასევე მნიშვნელოვანი და აუცილებელი უწოდა აშშ-ისა და მოკავშირეების მიერ უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი