პარლამენტში საკონსტიტუციო კომისიის წევრები შეიკრიბნენ. პირველ სამუშაო შეხვედრაზე იმ ინიციატივებზე იმსჯელეს, რომლებიც სავარაუდოდ კონსტიტუციაში უნდა შევიდეს. კომისიის წევრები ფიქრობენ, რომ ძირითადი პროექტი აპრილის ბოლოსთვის მზად იქნება. თუმცა მანამდე კიდევ რამდენიმე სხდომა ჩატარდება.