ყალბი საგადასახდო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების და სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტები. ამ ბრალდებების საფუძველზე პასუხისგებაში მიეცა ერთი ადამიანი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მისი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით დაამზადა ყალბი საგადასახადო დოკუმენტები, კომპანიებს შორის თითქოსდა განხორციელებული საქონლის მიწოდების თაობაზე, რა გზითაც ჯამში შეიქმნა და შემდგომში გამოიყენა 65 516 ლარის ოდენობის დღგ-ს ყალბი აქტივი.