,,საიდანაც მზე მოდიოდა“ ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელიც ბათუმის თოჯინების თეატრმა ხულოს დრამატულ თეატრში წარადგინა.ნამუშევარმა მაყურებელი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ამოგზაურა და ქვეყნის უახლოესი წარსულის ტრაგიკულ მოვლენებზე უამბო.თეატრალური ტურნეს ფარგლებში ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრი უფასო ჩვენებებს აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებშიც გამართავს