თხილვანაში განვითარებული მეწყრისა და გეოლოგიური დასკვნის მიუხედავად, რომელიც სოფლიდან მოსახლეობის გაყვანას ითვალისწინებს – სკოლა თხილვანაში არ დაიხურება. განცხადება დღეს აჭარის განათლების მინისტრმა გააკეთა. თუმცა ოჯახების განსახლების შემდეგ ვინ ისწავლის სტიქიის ზონაში მინისტრს არ დაუკონკრეტებია. ინგა შამილიშვილის განმარტებით, იგი აჭარის მთავრობის თავმჯდომარესა და ეკონომიკის მინისტრთან ამ ეტაპზე კონსულტაციებს მართავს. თხილვანაში განათლების სამინისტრომ ახალი სკოლა ააშენა.