სახალხო დამცველობის კანდიდატების მოსმენა

25 ოქტომბერი 2022, 12:15 1270 ნახვა

ვინ შეცვლის ნინო ლომჯარიას? პარლამენტში ახალი სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი  დაიწყო.  დეპუტატები ყოველ დღე 3-4 კანდიდატს მოუსმენენ.

პარლამენტში საკომიტეტო მოსმენები 5 დღე გაგრძელდება.

კანონმდებლები დღეს ანა აბაშიძის, მარიკა არევაძისა და გიორგი ბურჯანაძის ხედვებს მოისმენენ, ჯამში კი 19 კანდიდატს გაესაუბრებიან.

აქვე გეტყვით, თუ მომავალი ომბუდსმენი 90 დეპუტატის მხარდაჭერას მოიპოვებს, 6 წლის ვადით იქნება თანამდებობაზე. 

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი