ბათუმში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. უხვი ნალექის გამო დაბა მახინჯაურის ტერიტორია დაიტბორა, რადგან ადიდდა მდინარეები და წყალი კალაპოტიდან გადმოვიდა. რის გამოც რამდენიმე საათის განმავლობაში შეფერხებული იყო საავტომობილო მოძრაობა.
საპატრულო ეკიპაჟი ბარცხანის დასახლებიდან ავტომობილებს უკან აბრუნებდა, იყო რამდენიმე კილომეტრიანი საცობი. საცობი და შეფერხება გამოიწვია სანიაღვრე არხების წმენდის პროცესმა.
ბათუმი წყალში აცხადებენ, რომ ქალაქის სხვა ტერიტორიიდან ამოტუბვით სამუშაოებზე ზარი არ შესულა.