ქედა-შუახევს ახალი საპიკნიკე ინფრასტრუქტურა შეემატა. ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ავთენტური და ეკოლოგიური მასალებით დამზადებული საპიკნიკეები ნაკონაღვარის მთაზე და კვესაური-ძველიმთის მიმდებარედ მოეწყო.
საპიკნიკე ინფრასტრუქტურა კოცონისთვის სივრცეებს, ფანჩატურებს, საქანელებიან მოსასვენებელ სივრცეებსა და ფოტოსტენდებს მოიცავს.
მსგავსი საპიკნიკე ზონები გასულ წლებში ჩირუხის მთაზე, ჯვარიმინდროზე, სოფელ კაპნისთავსა და შუამთაზე მოეწყო.