ბათუმი VS ჰითსი - დღეს რაგბია

22 ოქტომბერი 2022, 16:58 763 ნახვა

რამდენიმე საათი მნიშვნელოვან მატჩამდე. დღეს თელ-ავივში რაგბი ევროპის სუპერთასზე სარაგბო კლუბი „ბათუმი“ ადგილობრივ „ჰითს“ ეთამაშება.  

პირველი შეხვედრა ამ გუნდებს შორის ბათუმში, მასპინძლების გამარჯვებით 19:11 დასრულდა. ამიტომაც  დღევანდელ მატჩს დიდი მნიშვნელობა აქვს ორივე გუნდისთვის,  რადგან მოგებული პლეი-ოფში გადის.   

დღევანდელი თამაშის ჩვენების უფლება რაგბი ტვ-ს აქვს, რის გამოც ამ მნიშვნელოვან დაპირისპირებას მაუწყებლის ეთერში ვერ ნახავთ.

გიგა ჯიჯავაძე
წამყვანი

ამავე კატეგორიაში