ბრალდების მხარე კატეგორიულად არ ეთანხმება ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას და განაჩენს გაასაჩივრებს- პროკურორი

21 ოქტომბერი 2022, 21:01 850 ნახვა

ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის პროკურორის ნათია გურულის განცხადებით, ბრალდების მხარე ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას კატეგორიულად არ ეთანხმება.

 

მისივე თქმით, ბრალდების მხარე განაჩენს აუცილებლად გაასაჩივრებს.

 

„ბრალდების მხარე კატეგორიულად არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებას. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდების მხარეს წარდგენილი ჰქონდა არაერთი პირდაპირი მტკიცებულება, რითაც ადასტურებდა ბრალდებულის დამნაშავეობის საკითხს, ბრალდების მხარეს გარკვეულწილად დარჩა განცდა, რომ სასამართლომ არ შეაფასა ის მტკიცებულებები, რაც ამხელდა ნიკოლოზ ბასილაშვილს დანაშაულში და ობიექტური მტკიცებულებები სუბიექტურად შეაფასა. ამასთან, ბრალდებულის და მისი ოჯახის წევრების პოზიცია გაიზიარა. ბრალდების მხარე კატეგორიულად არ ეთანხმება სასამართლოს გადაწვეტილებას. ბუნებრივია, ჩვენ ჩავიბარებთ განაჩენს, წერილობით არგუმენტაციას და ბრალდების მხარე აუცილებლად გაასაჩივრებს განაჩენს. ბრალდების მხარე არც იმ გარემოებას არ ეთანხმება, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნელი დოროყაშვილის ქმედებით ფსიქოლოგიური ტანჯვა განიცადა“, – განაცხადა პროკურორმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში