პრემიერმა ახალი თავდაცვის კოდექსის პროექტი განიხილა

21 ოქტომბერი 2022, 17:43 613 ნახვა

სამუშაო შეხვედრა მთავრობაში - პრემიერმა თავდაცვის მინისტრთან ახალი თავდაცვის კოდექსის პროექტი განიხილა. ახალ თავდაცვის კოდექსის პროექტში, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით მომზადდა, სხვა პრიორიტეტებთან ერთად, გათვალისწინებულია წვევამდელთა და რეზერვის სისტემების მოდერნიზაცია და ჯარისკაცების სოციალური პირობების კიდევ უფრო გაუმჯობესება. წვევამდელებისა და რეზერვის სისტემების მოდერნიზაციის შემდეგ დამკვიდრდება თავდაცვის უწყების მართვის ახალი მიდგომა. შეიქმნება წვევამდელთა სრულიად ახალი, მოქნილი სისტემა. ახალი თავდაცვის კოდექსის პროექტი საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წლის ბოლომდე წარედგინება.  პრემიერმა აღნიშნა, რომ ჯარისკაცებისთვის ღირსეული პირობების შექმნა და მათი სოციალური გარანტიებით უზრუნველყოფა მთავრობის პრიორიტეტია. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში