მეწყრული პროცესები ქობულეთში

21 ოქტომბერი 2022, 14:28 1232 ნახვა

ძლიერი წვიმების შედეგად ქობულეთის რამდენიმე სოფელში მეწყრული პროცესი განვითარდა. მიწის მასა სოფელ  ქობულეთში, ჭახათში, ცხემვანაში საავტომობილო გზებზე ჩამოიშალა, რის გამოც მოსახლეობის ინფორმაციით, დილიდან გადაადგილების მხრივ პრობლემები იყო.

აჭარის საგზაო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ  4-ერთეული მძიმე ტექნიკით დილიდან მუშაობს,  ამ დროისთვის ცენტრალურ გზაზე არსებული ყველაზე დიდი მეწყრული კერები გაწმენდილია, დარჩენილია მცირე შიდა სასოფლო გზები, სადაც პროცესი ამ დროისთვისაც მიმდინარეობს.

ქობულეთის მერიაში სტიქიის სალიკვიდაციო კომისიის ცხელ ხაზზე დილიდან 6-შეტყობინება შევიდა, რომელიც სოფელ ჭახათის, სოფელ ალამბრის და დაბა ჩაქვის ტერიტორიას მოიცავს. 

მერის მოადგილე ამბობს, რომ ამ ეტაპზე არც ერთი ოჯახის ევაკუაციის საჭიროება არ არის. სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა იყო დილიდან სოფელ ლეღვაში, შეფერხების ნაწილი მოგვარდა. 

მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ყველა აბონენტს ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი შეუზღუდავად  მიეწოდება.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი