მზადება პრემიერისთვის

20 ოქტომბერი 2022, 20:25 1406 ნახვა

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა  პროფესიული სახელმწიფო თეატრი პრემიერისთვის ემზადება.თეატრის ისტორიაში ვოდევილი პირველად იდგმება.  კომედიურ  პიესაზე რეჟისორი  დასის  მსახიობებთან ერთად  ახლა  ბოლო შტრიხებს გადის. სპექტაკლი მოწვეულმა  რეჟისორმა  პეტრე ჩარგეიშვილმა  აკაკი წერეთლის ვოდევილის ,, ბუტიაობის’’ მიხედვით დადგა. ჩვენება ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ თეატრში ხვალ 17:00 საათზე გაიმართება. პიესა  12 წლიდან   მოზარდ მაყურებლისთვისაა  გათვლილი. ,, ბუტიაობა’’ 86-ე თეატრალური სეზონისთვის   მე-3 საპრემიერო ჩვენებაა. 

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი