სექტემბერში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 375 მილიონ 615 ათასი დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 17.9%-ით აჭარბებს. სტატისტიკურ მონაცემებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს და აღნიშნავს, რომ სექტემბერში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა პანდემიის შემდეგ 2019 წლის მაჩვენებელს უკვე მესამედ გადააჭარბა. ტურისტული ნაკადების გაზრდის შედეგად, 2022 წლის იანვარი-სექტემბერში, ტურიზმიდან საქართველომ 2.5 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო.