ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ლიზ ტრასმა 44-დღიანი მმართველობის შემდეგ, თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
როგორც მედია წერს, პოლიტიკური კრიზისი ბრიტანეთში უკვე რამდენიმე კვირაა, გრძელდება.
ოპონენტები ლიზ ტრასს ეკონომიკური კრიზისის გამწვავებაში ადანაშაულებდნენ.
„მე ვაღიარებ, რომ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, მე ვერ განვახორციელებ იმ მანდატს, რომლითაც მე კონსერვატიულმა პარტიამ ამირჩია“, - აღნიშნა ლიზ ტრასმა.