ვაკის პარკის საქმე - სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

20 ოქტომბერი 2022, 14:52 710 ნახვა

19  საათზე გაირკვევა ვინ დარჩება წინასწარ ორთვიან პატიმრობაში ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიის გამო   დაკავებულებიდან. სწორედ 7 საათზეა ჩანიშნული სასამართლო პროცესი.

უკვე ცნობილია, რომ ადვოკატების ნაწილი სასმართლოს შუამდგომლობით მიმართავს და გირაოს სანაცვლოდ მოითხოვს მათი დაცვის ქვეშ მყოფების გათავისუფლებას. საგამოძიებო უწყება ცხრავე დაკავებულის  პატიმრობას ითხოვს. 

რეზონანსული საქმის სამართლებრივი მასალები მოცულობითია, ამიტომ ადვოკატები ამ წუთებშიც ეცნობიან დოკუმენტაციას. ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან  დაკავშირებით გამოძიების ფარგლებში გამოიკვეთა ორი დანაშაულებრივი ეპიზოდი, აცხადებენ პროკურატურაში, სადაც გუშინ ვიდეო მტკიცებულება გაასაჯაროვეს,  რომელიც ვაკის პარკში მდებარე  შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ეხება.  

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი